LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემეშინდა! რა გამოდის, რამდენი ჩვენ ვილაპარაკებთ ოკუპანტზე, იმდენი შეიძლება ესე ქუჩაში გააგოროს ვიღაც ქილერმა…” – გრიგოლია

250
BeFunky-collage

როგორც ცნობილია, გუშინ “მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. სუს-ი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”, მართლაც მიმდინარეობს გამოძიება.

უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა “მთავარი არხის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას. თუმცა, სუს მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას.

გვარამიასა და შემდომ სუს-ის განცხადება “მთავარი არხის” ეთერში ცნობილმა ტლეწამყვანმა ინგა გრიგოლიამაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით გამოყენებული ცნობილი ფრაზის შემდეგ, ის იყო საზოგადოების იმ მცირე ჯგუფის ნაწილი, რომელსაც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მაშინ დუმდა იმიტომ, რომ გიორგი გაბუნიას “გულში ეთანხმებოდა.”

“ვუერთდები ნიკას და მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს – გაასაჯაროვეთ ინფორმაცია. იმიტომ, რომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ სავარაუდოდ, ჟურნალისტის შეკვეთით მკვლელობა იყო დაგეგმილი. ეს ადამიანი ამ მიზნით იყო შემოსული ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის რიგითი კრიმინალური ამბავი. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა მედიამ უნდა მოვუწოდოთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ მოაწოდონ დეტალური ინფორმაცია ეხებოდა თუ არა ეს ყველაფერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას. შემეშინდა! ადამიანის მკვლელობაზეა ლაპარაკი. ხელისუფლება ხვალ დილით უნდა დაეწყოს, გამოვიდეს და ადექვატური განცხადებები გააკეთოს…

როდესააც ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტის შეკვეთილ მკვლელობაზეა საუბარი და ამას წინ კადიროვის მუქარა უსწრებდა, ეს არის სერიოზული ამბავი. ამიტომ ვიქნები რბილი და ვისურვებ ხელისუფლებას ჰქონდეს ადექვატური რეაქცია. ანუ, რა გამოდის, რამდენი ჩვენ ვილაპარაკებთ ოკუპანტზე, თუნდაც შეიგინება ადამიანი, იმდენი შეიძლება ესე ქუჩაში გააგოროს ვიღაც ქილერმა…”- ამბობს გრიგოლია.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1646231002201334/?v=1646231002201334

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები