LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი 1 წელი იქნება ყველაზე მძიმე, სოც.დაუცველი ოჯახების რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება – თურნავა

70
29456BC2-EB0F-4828-887E-F9C16DDF3875-w1080-h608

ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს. ნათია თურნავა ამბობს, რომ  შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, შესაბამისად, ყველაზე მძიმე წელი.

“სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს იმიტომ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა. ამას ზოგადად მსოფლიოში ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ მათ დამატებითი დანახარჯები. პარალელურად, ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით გაცემული გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად ხდება გარკვეული კატეგორიის სუბსიდირება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ნამდვილად სწორი და გამართლებულია, რომ იმ შეზღუდული ბიუჯეტიდან, რომელიც სახელმწიფოს აქვს და ისედაც დატვირთულია სოციალური პროგრამებით, გამოინახოს თანხები იმისთვის, რომ მოსახლეობას დამატებითი წნეხი თავიდან აარიდონ.

„შეგახსენებთ, რომ შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები