LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირდება თუ არა საბანკო სექტორში კონკურენცია ბანკების გამსხვილების შედეგად?

358

რა შედეგებს უნდა ველოდოთ ბანკების გამხვილების შედეგად? შემცირდება თუ არა საბანკო სექტორში კონკურენცია “თიბისი ბანკის”  მიერ ერთდროულად ორი მსხვილი ბანკის შეძენით? TBC ბანკის დაწინაურებისა და მისი გამსხვილების შედეგად, ეკონომიკის ექსპერტების ნაწილის განცხადებით, შესაძლოა, კონკურენცია შემცირდეს და ოლიგოპოლიური გარიგებების საფრთხე გაიზარდოს.

”საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის განმარტებით, საქართველოს საბანკო სექტორში არსებული კონკურენცია ძირითადად, რამდენიმე მსხვილი მოთამაშის მიერაა განპირობებული. ახალი გარიგების შემდეგ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის საბაზრო წილი კი მთლიანი საბანკო სექტორის საბაზრო წილის 63%-ს მიაღწევს.

”სოსიეტე ჟენერალის ბაზრიდან გასვლით წარმოიქმნა შესაძლებლობა, რომ ბაზარზე შემოსულიყო ახალი მოთამაშე, რომელიც  გაზრდიდა კონკურენციას. არსებული გარიგებით კი, როდესაც თიბისი ბანკი მსხვილდება ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშის შესყიდვის საფუძველზე, რომელიც სასესხო პორტფელის გათვალისწინებით ქმნიდა რეალურ კონკურენციას, მცირდება კონკურენციის ხარისხი და იზრდება ოლიგოპოლიური გარიგებების საფრთხე. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი. ახალი გარიგება შესაძლოა დამატებითი დადებითი სიგნალი იყოს ინვესტორებისთვის, თუმცა გასაანალიზებელია, როგორც კონკურენციაზე ზეგავლენა, ასევე მომხმარებელთა ინტერესი”, – განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი კეპულაძემ.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, TBC  ბანკი ”რესპუბლიკისა” და ”პროგრესბანკის” შესყიდვით თავის სექტორში დაწინაურებას ცდილობს, რად ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად ვერ შეფასდება.

შეშილაძეს თქმით, ამ პროცესს დადებითი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს.

”თუ ბაზარი ღიაა, იმისთვის რომ ახალი მოთამაშე შემოვიდეს, ნებისმიერი პროცესი უარყოფითად არ შეიძლება აისახოს. გამსხვილება ნიშნავს, რომ იქნება ეკონომია მენეჯმენტში, შესაძლობლობა, რომ ერთიანად დაიგეგმოს მომსახურება და შესაბამისად, დაიხვეწოს ის შემოთავაზებები, რომლებიც სექტორში ბაზარს აქვს.

მით უმეტეს, ბაზარზე სხვა ბანკებიც რჩება და კარიც ღიაა, იმისთვის რომ ახალი ბანკი შემოვიდეს, თუ რაიმე საშიშროება იქნება.  ”რესპუბლიკა ბანკს” რომ დამოუკიდებლად თამაშის საშუალება ჰქონოდა, ის დარჩებოდა, მაგრამ ხელოვნურად ხომ არ შევინარჩუნებთ ბანკს, რომელიც ვერ მუშაობს?”, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

მისივე თქმით, ამ წუთისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია და თუკი ბაზარზე რაიმე პრობლემებია, ეს გრძელადიან პერიოდში გამოჩნდება.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ  ”ბანკ რესპუბლიკას” გარდა TBC “პროგრესბანკსაც” იყიდის.  აღნიშნული გარიგებების შედეგად, საქართველოში დეპოზიტებისა და სესხების კუთხით, ”თიბისი” ყველაზე მსხვილი ბანკი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები