ფეისბუქმომხმარებელი რეზო ხარაზი ქობულეთში, კვირიკეს უბანში, მოჭრილი ნაძვების ფოტოებს ავრცელებს და რეაგირებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს.
“ერთი ხის გადატანის გამო 100-ზე მეტი მოჭრილი ხე და ეს პროცესი არ ჩერდება?!” – წერს რეზო ხარაზი სოციალურ ქსელში.
ფოტოების ავტორი ოფიციალურ უწყებებთან ერთად რეაგირებისთვის ჟურნალისტებს და მედიასაც მიმართავს.