თბილისის მერი კახა კალაძე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას “ფეისბუქ” სტატუსით ეხმიანება.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა ტყიბულში. მერი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.
“შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა კვლავ ტყიბულში. ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შახტაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, საქართველოს”, – წერს კალაძე