შსს–ში 12 მაისის აქციის ორგანიზატორებს და თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებს შს მინისტრი გიორგი გახარია ხვდება. სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრება.
დღეს ისინი შს მინისტრისგან პასუხს ელოდებიან, თუ ვინ დაგეგმა 12 მაისის სპეცოპერაცია და რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიყენეს.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, როდის მიეცემათ ფუნქციონირების დაწყების საშუალება იმ კლუბებს, რომლებშიც 12 მაისს სპეცოპერაცია ჩატარდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას კი შს სამინისტროს პრესსამსახური გაავრცელებს.
12 მაისს ღამის საათებში, კლუბებში „ბასიანი“ და „გალერი“ სპეცოპერაცია ჩატარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 8 პირი, რომელთაც გამოძიება ნარკოტიკების გასაღებას ედავება.
მომდევნო საინფორმაციო აქცია კი პარლამენტის შენობის წინ, რომელსაც ორგანიზებას „თეთრი ხმაური“ გაუწევს, 19 მაისს არის ჩანიშნული.