“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული შეთავაზებები ყველა იმ პუნქტს ეხებოდა, რომლიც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჩამოწერა.
კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და პოლიტიკური პარტია “ლელო – საქართველოსთვის” “თავიანთ მიდგომებში ძალიან ხისტი იყვნენ” და ისეთ ულტიმატუმებს აყენებდნენ, რომლებიც კანონის უზენაესობის “ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა”.
“ჩვენი შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც იქნა ჩამოწერილი თავის დროზე შარლ მიშელის მხრიდან, აბსოლუტურად ყველა პუნქტს ეხებოდა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად რაციონალური შეთავაზებები. თუმცა მათ წამოაყენეს ისეთი ულტიმატუმები, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და ნიშნავდა ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიმართ უპასუხისმგებლობას. გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ძალიან ხისტად მოქმედება და არ მოდიოდა არავითარ კომპრომისზე. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა ეს იყო ბოკერია და ეს იყო ლელო. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში, ყველა სხვა ავლენდა მზაობას, ნათელაშვილს არ ვთვლი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.