LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრაზე დავსვამ საკითხს დამატებით დოკუმენტთან დაკავშირებით – გიორგი ახვლედიანი

132

„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, შეხვედრაზე დასვამს საკითხს კონსტიტუციის ცვლილებაზე  დამატებით დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც პროექტთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია იქნება ასახული და მას “ვენეციის კომისიას” გაუგზავნიან.

ამის შესახებ ახვლედიანმა ოპოზიციურ სპექტრთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები