LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრა წარსულთან: ბუფონი და ზიდანი ფინალში ისევ შეხვდებიან

70

ჯან ლუიჯი ბუფონი და ზინედინ ზიდანი ისევ შეხვდებიან ფინალში
11 წლის შემდეგ.

ბოლოს ბუფონი და ზიდანი ერთმანეთს ფინალში 2006 წელს გადაეყარნენ. მაშინ გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი იყო. პირველ ტაიმში ზიდანმა იტალიელ მეკარეს პენალტი გაუტანა.

დამატებით დროში ბუფონი ფრანგთან მივიდა და მისი დამშვიდება სცადა, როდესაც ფრანგების ლიდერმა მატერაცის თავი ჩაარტყა და წითელი მიიღო.

ახლა ბუფონმა და ზიდანმა ფინალში მორიგი შეხვედრა მოიწყვეს.

39 წლის ბუფონმა – როგორც „იუვენტუსის“ მთამაშემ

ზიდანმა – როგორც „რეალის“ მწვრთნელმა

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი „იუვენტუსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 3 ივნისს უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები