ბოლო კვირების განმავლობაში, შაკირას კარიერულ ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. კოლუმბიელმა არტისტმა მორიგი სიმღერა და კლიპი გაავრცელა. ეს გახლავთ სინგლი, სახელწოდებით El Jefe, რომელსაც ის Fuerza Regida-სთან ერთად მღერის. აგრეთვე მან ინტერვიუ „ბილბორდს“ მისცა და კვლავ პიკესთან განშორებაზე ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ კი მან „ბილბორდის“ დაჯილდოებაზე მორიგი ჯილდო მიიღო.
„მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი“ – შაკირას მორიგი სულისშემძვრელი ინტერვიუ
ამჯერდ ვარსკვლავი მაიამის სასტუმროს აივანზე დააფიქსირეს, ის ფოტო გადაღებაში იღებდა მონაწილეობას. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„სიმშვიდე ომამდე“, „შეხედეთ მის მზერას“,„პიკეზე მორიგი სიმღერის დაწერის პროცესში“, – წერენ კომენტარებში.