LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჯვარებით დაკავებულმა ჭიანჭველებმა გერმანია ინტერნეტის გარეშე დატოვოს

119
7546

ჭიანჭველებმა ბუდე პირდაპირ კავშირგაბმულობის ოპერატორის სადგურზე გაიკეთეს და გერმანიის დასავლეთში მდებარე სოფელი ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ვალდენბურგის სიახლოვეს მოხდა. შეჯვარებით დაკავებული მწერების გამო რაიონში სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი გაითიშა, თანაც პრობლემა იმდენად სერიოზული იყო რომ მის გამოსწორებას ერთი კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„ეს უბრალოდ კატასტროფა იყო! მთელი რაიონი დაზარალდა“ – განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

აპარატურა ჭიანჭველას მჟავის გამო დაზიანდა, ამ მჟავას მწერები გამრავლების შემდეგ ტოვებენ. ნივთიერებამ მიკროსქემები დააზიანა, რამაც გამოიწვია კიდეც კავშირის გათიშვა.

მას შემდეგ, რაც გაუმართაობის მიზეზი დადგინდა, ადგილზე სპეციალისტები გამოიძახეს და სადგური ჭიანჭველებისგან გაწმინდეს. კომპანია Telekom აზუსტებს, რომ მხოლოდ წელს ჭიანჭველების გამო ტექნიკის გაფუჭების 5 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები