LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიყვარეთ საკუთარი თავი, ყველა ნაკლით, ყველაფრით“ – სელინ დიონი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

250
selindion20929

კანადელი მომღერალი სელინ დიონი ახალ კლიპზე მუშაობს. გასულ წელს მან გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით imperfections, რომლის ვიდეოც სულ მალე გამოვა.

სიმღერა არასრულფასოვნებაზეა, რაც ყველა ადამიანისთვის დიდი გამოწვევაა. სელინ დიონი ამბობს, რომ ახალი კლიპით მას საკუთარი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების ჩვენება სურს.

52 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის გადადაღებებზე, კულისებში პოზირებს:  „შეიყვარეთ საკუთარი თავი, ყველა ნაკლით, ყველაფრით“ – წერს მუსიკოსი.

ბოლო დროს სელინ დიონმა აქცენტი ეპატაჟურობაზე გააკეთა, მან საგრძნობლად დაიკლო წონაში და გარდერობი გადაახალისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები