LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიწყალებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას

39

საქართველოს პრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებას არ გეგმავს, ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა განუცხადა.

“ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები