LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნა თვითმფრინავის სავარძელი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკს ძალიან ამცირებს

256
Economy-No-wing-Blue-View1

სატრანსპორტო ტექნოლოგიურმა კომპანია Universal Movement შექმნა ინოვაციური სავარძელი, რომელიც ავიაკომპანიებს სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარება. ,,ფოქს ნიუსის” ინფორმაციით, ახალი დიზაინი ილუმინატორთან და გასასვლელთან მყოფ სავარძლებს ერთმანეთისგან გამოყოფს, ანუ შუა ადგილი უქმდება და ის გარკვეულ ბარიერად წარმოიქმნება. სავარძლის მეშვეობით მგზავრები ერთმანეთისგან მოშორებით აღმოჩნდებიან და თავს ბევრად უფრო კომფორტულადაც იგრძნობენ, ასე რომ სიახლე პოსტ–კორონავირუსის ეპოქაშიც ძალიან აქტუალური იქნება.

კონსტრუქცია ინფექციის გავრცელებას ხელს შეუშლის და მგზავრებს დაინფიცირებისგან დაიცავს. მისი ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალი სავარძელი არსებული ლაინერებს 90%–ს მოერგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები