LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიხს სურს, რომ არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი

62

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას, გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი.

„პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები