LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიხი 9 ფაქტორს ასახელებს, რის გამოც საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელია

72

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტირების დადებით მხარეებზე საუბრობს. ამ თემაზე მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა.

„მე ვიცი ჩემი პირადი გამოცდილებით, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად. როგორც უცხოელ ინვესტორს, მე მთელი რიგი საკითხები მქონდა, რომელიც ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს მუშაობის დროს. ეს არის ინვესტიციების განხორციელებისას – რატომ უნდა მოხდეს ინვესტირება საქართველოში – ასეთი კითხვა ისმის. იმიტომ, რომ ამ თემებმა, ამ საკითხებმა დამარწმუნეს, რომ უნდა მოხდეს ინვესტირება საქართველოში“, – განაცხადა შეიხმა ნაჰაიანმა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტორები დაასახელა, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია.

„საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტზე მეტი ზრდა არის ყოველწლიურად, კვლავაც გრძელდება ეს ტენდენცია. მეორე – საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივით, ანუ, ძალიან მარტივია ბიზნესის კეთება. შემდეგ – საქართველო არის ღია ეკონომიკა, და ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით. მეოთხე – საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე. „ტრანსფარანსი ინთერნეიშენელის“ კორუფციული პარამეტრების მიხედვით მიუთითებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებაზე“, – აღნიშნა სტუმარმა.

შემდგომი პარამეტრები, რომლებზეც შეიხმა ნაჰაიანმა ისაუბრა, საქართველოში საგადასახადო მხრივ ხელსაყრელი ინვესტირება და საზღვრისპირა თანამშრომლობაა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა „საგადასახადო მხრივ ძალიან ხელსაყრელია ინვესტირება, ანგარიშების მიხედვით საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის. 16.4 მეათედი არის საგადასახადო განაკვეთი, და ის არის მეცხრე ადგილზე ქვეყნებს შორის მონაცემების მიხედვით. მეექვსე თემა – საზღვრისპირა თანამშრომლობა არის აქტიური და ზუსტად ამიტომ ვართ ამ ფორუმზე. სხვადასხვა შეთანხმემები სრულდება, მათ შორის ევროკავშირთან დსთ-თან, თურქეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს შეთანხმებები ხელს უწყობს ვაჭრობას, და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხელშეკრულებები ზუსტად თავისუფალ ვაჭრობას შეეხება“.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც შეიხმა ჰანაიანმა აქცენტი გააკეთა, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობაა, ის ასევე საინტერესო მიმართულებაა ტურისტებისთვის. 

„მეშვიდე თემა – საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, ის ლეგენდარული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ცენტრალური აზია, კავკასია საქართველოს მეშვეობით უერთდება ევროპას, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპას აზიას შორის, ეს არის უმოკლესი გზა პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მერვე თემა -საქართველო არის სასურველი ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის, და სხვა მომხიბვლელობასთან ერთად საქართველოს მთები, ბუნება, ზღვის სანაპირო – ეს არის არაჩველებრივი საშუალება, როგორც ყველა ჩვენგანმა ალბათ მივირთვით უგემრიელესი კერძები“, – აღნიშნა მან.

მეცხრე ფაქტორად შეიხი ნაჰაიანი საქართველოს ადამიანურ რესურსებს ასახელებს. „საქართველოს ადამიანური რესურსები – მისი ლიდერები, მისი ხელმძღვანელები, დინამურები და შორსმჭვრეტელური ხედვის მქონე ლიდერები, და არის ძლიერი ნება, მზაობა ქართველი ხალხის, რომ უზრუნვეყონ მდგრადი განვითარება, კეთილდღეობა, განათლება, ადამიანური მომენტის განვითარება და ის ნიჭი, რაც მათ ღმერთმა უბოძა, რომ განავითარონ და სრულყონ“, – დასძინა შეიხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები