LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი PISA-ს კვლევაზე

156
ing (1)

მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე, ხოლო მათემატიკის დონით მე-60 ადგილზეა, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება.

საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით – PISA

როგორც NAEC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რომ არა კოვიდპანდემია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა“.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს. კოვიდპანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა ბევრ სექტორს, განსაკუთრებით განათლებას. COVID-19 იყო განათლების მდგრადობის ერთგვარი ტესტი იმის გასაგებად, შეძლებდნენ თუ არა საგანმანათლებლო სისტემები, სკოლები და მოსწავლეები მთელ მსოფლიოში მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას. PISA 2022 წლის მონაცემები გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხეს სხვადასხვა ქვეყანაში ამ გლობალურ გამოწვევას განათლების სისტემებმა, სკოლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიის (Covid-19) პირობებში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა – 2018 წლის შედეგებთან შედარებით 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არც ერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა.

PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 15 წლის 29 მილიონ მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.

მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა).

საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6 583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი – 3 202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი – 6 252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში“, – წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამა (PISA) მსოფლიოს ქვეყნების განათლების სისტემის შეფასების კუთხით კვლევებს ახორციელებს. 2022 წლის შედეგების მიხედვით, საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით, მე-60-ზე – მათემატიკისა და 66-ზე მეცნიერების ცოდნით.

ანა დოლიძე: განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი 

PISA-ს უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს საშუალოზე დაბალი შედეგი აქვს.

PISA: ქართველი მოსწავლეების დონე საშუალოზე დაბალია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები