საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მერვე დღეა ციხეში შიმშილობას აგრძელებს.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ შიმშილობის მე-8 დღე შესაძლოა, უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა იყოს.
მკურნალი ექიმი ციხეში შესვლას და სააკაშვილის ნახვას ითხოვს:
“ძალიან მინდა ვნახო მიშა, ჩვენი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობას მე ვაკვირდები, დაახლოებით, 2003-2004 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი მისი ორგანიზმი, როგორც მკურნალმა ექიმმა.
ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ.
ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, გავაკეთოთ ანალიზები და ამ ანალიზების მიხედვით გავერკვეთ, რა სიტუაციაა. თუ უკვე მძიმე სიტუაციაა, აუცილებლად შევთავაზებ პრეზიდენტს, რომ გავუკეთოთ გადასხმები.
ადვოკატებთან ვლაპარაკობ ყოველდღე. ახლა, რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ შესაძლებელია დღეს იყოს შესვლა შესაძლებელი”, – განუცხადა “მთავარ არხს” ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო