ინტუიცია არ გატყუებთ – ე.წ. „მრავალშრიანი“ მოდელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტილისტური მოვლენაა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა მოდის სამყაროში. Pitti Uomo-ს გამოფენას თუ გაიხსენებთ, სადაც მამაკაცებს რამდენიმე ფენა, ერთმანეთთან იდეალურად შეხამებული ტანსაცმელი ეცვათ, დარწმუნდებით, რომ სეზონის ნოვაცია მართლაც „მრავალშრიანი“ მოდაა. გარდა ამისა, არაფერი უსვამს ხაზს თქვენს გემოვნებას ისე კარგად, როგორც ფერების, ქსოვილისა და ფაქტურის შეხამების უნარი.