პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „შეიძლება სენსორების მომზადება, რომ თუ მძღოლი ნასვამი იქნება, მანქანა არ დაიქოქოს“.
კახაძის განმარტებით, „ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს, როგორც არ უნდა შეეცადოს“
„მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში და ახლაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.