“ეს შეიძლება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად შეფასდეს,” – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ყოფილი თანაგუნდელების ქმედებას – კახა კუჭავას წინააღდეგ მიცემულ ხმას – გამოუცდელობით ხსნის.
ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ისწავლიან და შემდგომში, მსგავს საკითხებს ყურადღებით მოეკიდებიან:
“ეს შეიძლება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად შეფასდეს.
როგორც ჩანს, გამოუცდელები არიან და იმედია, ისწავლიან, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც და უფრო მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შემდგომში მაინც ასეთ საკითხებს.” – თქვა მან.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.