„კონფლიქტი შესაძლოა უფრო მძაფრ ფაზაში გადავიდეს“,-ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ რონდელის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი პროგნოზით, შეიზლება კიდევ უფრო ძლიერი ესკალაცია მოხდეს, ვინაიდან მისი თქმით, ორივე მხარე დარწმუნმებულია, რომ სამხედრო ძალით მოაგვარებს პრობლემებს.
„შეიძლება უფრო მძრაფრ ფაზაში გადავიდეს კონფლიქტი. ორივე მხარის სამხედრო მზადება ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობდა აქამდეც და ეხლაც. დიდი რაოდენობით იარაღი დაგროვდა, ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ სამხედრო ძალით მოაგვარებს პრობლემებს.
“მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის” – მიხეილ სააკაშვილი
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება რათქმაუნდა პრიორიტეტია რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. საერთაშორისო მონაწილეობა კონფლიქტის მოგავრებაში მიუხედავად იმისა, რომ არსებობს, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისად ჩართულობა, ამიტომ შეიძლება უფრო მეტი, უფრო ძლიერი ესკალაცია მოხდეს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის კონფლიქტი ლარის გაუფასურებაზე კიდევ უფრო იმოქმედებს – კახა გოგოლაშვილი
მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.