LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ივანიშვილი ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს სანქცირებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის – რაქვიაშვილი არახამიას განცხადებაზე

198
4 (1)

დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ მალე ივანიშვილს და მის გარემოცვას სანქციებს დაუწესებენ, ოპოზიციონერი დეპუტატი „გირჩიდან“ სანდრო რაქვიაშვილი ეხმაურება.

რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება ივანიშვილი ბევრ ადამიანს არ მოსწონდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს არ არის სანქციებისთვის საკმარისი საფუძველი

თუ სათანადო ფაქტები, მტკიცებულებები დაიდება, სულ სხვა საუბარი იქნება – აცხადებს რაქვიაშვილი.

უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია აცხადებს.

მისი თქმით ამ სანქციებით ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.

საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში. – აღნიშნავს არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები