LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება ბევრი რამის ღირსი ვართ ერი…მაგრამ ეს დონე არ დაგვიმსახურებია” – დავით ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

410
დავიტიი

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

“პრემიერს ვუსმინე, შევეცადე კორექტული ფორმით გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილება, მაგრამ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პრინციპულად შეუძლებელია.

შეიძლება ბევრი რამის ღირსი ვართ ერი: მეტეორის, კომეტის, ასტეროიდის, ცუნამის, ცეცხლის წვიმის, ლოდების სეტყვის, მურვან-ყრუს, შაჰ-აბასის თუ კარაბას-ბარაბასის, მაგრამ ეს დონე არ დაგვიმსახურებია რა. ეს კაცი არის ანომალია და მისი ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფნა, გარდა ორი ბატის მწყემსობისა, ღვთისა და ბუნების კანონების დაცინვაა.

ერთადერთი რაც უნდა ვაღიარო ისაა, რომ ამ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნამდვილად იმსახურებენ მის უფროსობას ცხოვრების ბოლომდე”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ “უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება”.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები