ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდება. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ფორტუნას“ ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, ნებისმიერი ცვლილება გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ მინისტრების შეცვლის საჭიროება არჩევნებამდე არ არსებობს.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძის ჩანაცვლებას ალექსანდრე ჯეჯელავათი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ახალ მინისტრთან დაკავშირებით გრძელვადიანი მიზნები აქვს და იგი თანამდებობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს.