Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შეიცვალა თუ არა ბინების ფასი ბათუმში – Colliers Georgia – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიცვალა თუ არა ბინების ფასი ბათუმში – Colliers Georgia

106
ბათუმი

Colliers Georgia-ს  ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ბათუმში ახალაშენებული ბინებთან მიმართებით ტრანზაქციების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 44%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-იანი, ეკონომ სეგმენტში კი 37%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც შეეხება პრემიუმ ტიპის ბინებს, მათი ტრანზაქციები 15%-ით გაიზარდა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით, ბათუმში საცხოვრებელი ბინებთან მიმართებით, ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით, 12 094 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 34%-ით 503 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Recov.ge-ს მიხედვით, ბათუმში ბინებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, გასაყიდი ფართების ღირებულება გასული წლის 9 თვესთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. შესაბამისად, Colliers Georgia-ს უძრავი ქონების აღდგენის სპეციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ 2022 წლის 9 თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 797 დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 666 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაკორექტირდა ფასი სექტემბერში, ბათუმში მხოლოდ სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 886 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 678 აშშ დოლარი შეადგინა.

ინფორმაციიდან ჩანს, რომ სექტემბერში, ბათუმში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა და 311 ერთეული შეადგინა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი შესაბამისად, 55% და 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2022 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2022 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 47%-ით, 1 627 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 57%-ით 74 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები