LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ“ – ეროვნული ბანკი „ვითიბის“ საკითხზე განცხადებას ავრცელებს

53
mr5xtt606bfmryw-1658739146

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ, კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება, ამ ეტაპზე, არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, VTB BANK Georgia-ს შეძენით ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია დაინტერესებული, რომელიც რუსეთში საქმიანობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები