LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეღავათიანი აგროკრედიტით შექმნილი საწარმო სარეალიზაციო ქსელს აფართოვებს

82

„მზიური ჯავახეთის“ წარმოებული პროდუქცია თბილისში გამოჩნდა. როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიის წარმომადგენელმა მაქსიმ გილოიანმა განუცხადა, მათ მიერ წარმოებული ყველი, სულგინი, დო და სხვადასხვა სახეობის ლორი თბილისის სუპერმარეკეტებში ,,გილგათის’’ ბრენდით იყიდება.

”ფასები 8-ლარიდან იწყება. გაყიდვების ზრდის შემთხვევაში „მზიური ჯავახეთი“ ასორტიმენტსა და სარეალიზაციო არეალს კიდევ გაზრდის და თბილისის ბაზარზს სრულად აითვისებს” – განაცხადა გილოიანმა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მზიური ჯავახეთი“ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში აღებული 45 000 აშშ დოლარის სესხით 2014 წლის 9 მაისს ახალქალაქში გაიხსნა. საწარმოში ყოველდღიურად 3-3.5 ტონა  რძე გადამუშავდება.