LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს

86

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკური მონაცემები ცენტრის ოფიციალურ ან ”ფეისბუქის” გვერდზე არ ქვეყნდება. “ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად არაკორექტულიც. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე მასწავლებლობის მსურველი (მითუმეტეს, 2016 წელს პირველად შევთავაზეთ მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა, რამაც მსურველების რაოდენობა გაზარდა). შესაბამისად, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის.
იმის გამო, რომ ცენტრს რამდენიმე მედია საშუალებამ მიმართა ოფიციალური მოთხოვნით სტატისტიკური ინფორმაციის გაცემაზე (ინფორმაცია საჯაროა და ვალდებულნი ვართ დაინტერესებულ ორგანიზაციებს მივაწოდოთ შესაბამისი მონაცემები), საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ განგვემარტა ჩვენი პოზიცია და შეგვეხსენებინა, რომ ამ მონაცემების გამოყენება მასწავლებელთა კორპუსის შეფასებისათვის არ შეიძლება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდას ატარებს, რომელიც სქემის ნაწილია. პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარება მხოლოდ ერთხელ მოეთხოვება. ტესტი მასწავლებლის სტანდარტზე დაყრდნობით, სასერტიფიკაციო ტესტირების ყველა ნორმის დაცვით იქმნება”, -ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები