LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

82
BeFunky-collage (3)

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, გამოცდაზე გასვლის წინ კარგად  შეამოწმონ საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცდაზე გამოცხადების დრო.

ასევე, აფრთხილებს, რომ საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მისი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება.

„წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. უნდა მოვიდეს პირბადით და ის გამოიყენოს მთელი მუშაობის განმავლობაში. შეუძლია თან იქონიოს შავი საწერკალამი და წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი, რასაც მოიტანს, ეს იქნება ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, აუცილებლად ჩააბაროს გარდერობში. შევახსენებ მათ, ტელეფონის ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან”. – განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდინფექცია, გორგოძის განმარტებით, ისინი საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გამოცხადდნენ.

“ყველა ის პირი, რომელიც აღმოჩნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთიან ბაზაში გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს,  მას შემდეგ, რაც ინფიცირებიდან 14 დღე გავა”,- განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები