LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეშვით ამ მწირ სარეკლამო ბაზარს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ფორმულას გადახედეთ – გიორგი ისაკაძე

110

“შეეშვით ისედაც ამ მწირ სარეკლამო ბაზარს და თუ ასე გინდათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ფორმულას გადახედეთ, ” – ეს განცხადება “ბიზნესმედია ჯორჯიას” დამფუძნებელმა, გიორგი ისაკაძემ, პარლამენტში, სპიკერ ირაკლი კობახიძის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვილილებების შეტანის საკითხს განიხილავენ.

გიორგი ისაკაძემ აღნიშა, რომ ეს საკითხი გავლენას ნამდვილად ახდენს სარეკლამო ბაზარზე და დამოუკიდებელ მედიას პრობლემებს უქმნის, რასაც მისივე თქმით,  პარლამენტის დარგობივი ეკონომიკის დასკვნაც ადასტურებს, სადაც იგივე საფრთხეებზეა საუბარი.

რაც შეეხება საზოადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის საჭირო თანხას, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბობს, ისაკაძე ამ საჭიროების მოსაგვარებლად პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ფორმულირების გადახედვას სთავაზობს.

“თუ ასე აუცილებელია დამატებითი თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, სარეკლამო ბაზარს შეეშვით, რომელიც ისედაც არათანაბარია, რადგან ამ ბაზარზე პატარა ცლილებაც კი რყევას იწვევს და დაფინანსების ფორმულას გადახედეთ, რომელიც ჯდპ-ზეა მიბმული და თანხა მოუმატეთ. ეს უფრო მისაღები იქნება,” – ამბობს ისაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები