საქართველოს პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეძრწუნებულია, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს,”- წერს მარგველაშვილი.