შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უცხო ენის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
მაღალი შეფასება ბევრმა აბიტურიენტმა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთია მარიამ ბოცვაძე, რომელმაც მაქსიმალური 80 ქულიდან 79 ქულა დააგროვა.
მარიამი ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და მან ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც უმაღლესი შეფასება აქვს – 60-დან 59 ქულა.
როგორც მარიამმა „ფორტუნას“ უთხრა, სწავლის გაგრძელება ილიაუნში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სურს.
„სამივე გამოცდაზე არაჩვეულებრივი განწყობითა და სასურველი ქულების აღების იმედით შევედი. შედეგებმა ძალიან გამახარა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო მომიმატა.
სწავლის გაგრძელებას ილიაუნში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაზე ვაპირებ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა ავიღე, მათემატიკაში კი უმაღლესი ვერ, მაგრამ მაინც სასურველი ქულა – 27 ავიღე“, – გვითხრა მარიამმა.
ამავე თემაზე: