LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვლის თუ არა კიანუ რივზი ბრიტანეთის პრემიერს დევიდ კემერონს

173

ჰოლივუდის მსახიობი კიანუ რივზი ინგლისის პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა კინოვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში განათავსეს, მათ შორის კონსერვატორმა მარკ პრიტჩარდმა და Sky News-ის ჟურნალისტმა ფაისალ ისლამმა.

„ტვიტერის“ მომხმარებლებს ფოტოების ნახვის შემდეგ თავსატეხი გაუჩნდათ, რა იყო კიანუ რივზის ვიზიტის მიზეზი. ბრიტანეთში ბევრი ფიქრობს, რომ მსახიობის ვიზიტს პარლამენტში პოლიტიკური სარჩული აქვს და ისინი ხუმრობით მოუწოდებენ რივზს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დევიდ კემერონი შეცვალოს.

პრიტჩარდი კი მიკრობლოგში წერს, რომ პოლიტიკა არაფერშუაშია და რივზი საკანონმდებლო ორგანოში კინოინდუსტრიის განვითარების საკითხებზე სასაუბროდ იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები