LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეცვალე” ელჩებთან შეხვედრას ითხოვს – “მათ ევროპაში სიმართლე უნდა ჩაიტანონ და არა ოლიგარქის მიერ შესრულებული დავალებები”

117
76765617-154956889240258-7349810678460317696-o

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია მოაწყვეს. შენობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობდა. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ელჩებთან შეხვედრა იყო.

„გვინდა, რომ შევხვდეთ ელჩებს და განგვიმარტონ, თუ რა გეგმები აქვთ და რა გზავნილებით აპირებენ წასვლას. ასევე გვინდა ქართული საზოგადოების, ქართველი ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების გზავნილი გადავცეთ, რომ მათ ევროპაში სიმართლე უნდა ჩაიტანონ და არა ოლიგარქის მიერ შესრულებული დავალებები“, – აღნიშნა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ნოზაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები