LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჩერებული სოციალური დახმარება აღდგენილია

177
1 დაუცველი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვარსა და თებერვალში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განმარტებულია, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს, სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ქონდათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს.

“მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების გაცემას. აღნიშნული ღონისძიება ვრცელდება 2020 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად​ გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები