სლოვაკეთის პარლამენტმა სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილებებს კენჭი უყარა და მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ცვლილებები პარლამენტარებმა შეცდომით მიიღეს. როგორც გაირკვა დეპუტატები დოკუმენტის ინიციატორებს ენდნენ და ცვლილებების არსში არ გარკვეულან.
“ჩვენ დავუშვით შეცდომა, მაგრამ გამოვასწორებთ, ველაპარაკე პრეზიდენტს და კანონპროექტს დავაბრუნებთ პრალამენტში” – განაცხადა მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარემ ბელა ბუგარმა.
დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვეს კანონპროექტს ვეტო დაადოს.
თავის მხრივ ქვეყნის პრეზიდენტმა დეპუტატებს ურჩია, კარგად წაიკითხონ ის კანონპროექტები, რომელსაც ხმას აძლევენ.