საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას რომ ოპოზიციას არ შეხვდეს, შეცდომას უწოდებს. იან კელი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს “ტვიტერზე” ასე გამოეხმაურა:
“პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა.”
[related_news id=”426723″ align=”left”]
ცოტა ხნის წინ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერმა ვრცელი წერილ გაავრცელა.
ის წერს, რომ აუცილებელია, მაიკ პომპეო საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდეს, რადგან სხვა შემთხვევაში შეიქმნება წარმოდგენა, რომ აშშ-ის მთავრობა მხარს მმართველ პარტიას უჭერს. მეტიც, კრამერს მიაჩნია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე უარის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაუშვებს შესაძლებლობას, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის მიღწევის ნაწილში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.