განათლების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური განათლება გათვალისწინებული არ არის, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. გიგაურმა უპასუხა პეტიციი ”განგაშის ზარები” ავტორებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სკოლებში ახალი საგნები, “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა”, უნდა შეასწავლონ, რომელთა მიზანიც 7-13 წლამდე ბავშვების, ბილწი ცნობიერებით მოწამვლა და მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება იქნება.
”პეტიციაში წარმოდგენილი არცერთი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინიტროში მომზადებულია ეროვნული სასწალო გეგმის გადამუშავებული პროექტი, რომლის დანერგვაც ჯერ არ დაწყებულა. არ დასრულებაულა პროგრამასა და სტანდარტზე მუშაობა და, შესაბამისად, ჯერ სახელმძღვანელოები და მასწავლებელთა მეთოდური მასალაც არ არის მომზადებული. როგორ შეიძლება მომზადებული იყოს საზელმძღვანელო, როდესაც პროგრამაც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული” – განაცხადა ლია გიგაურმა.
განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლებში მოსწავლეები საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლებს შეისწავლიან, რომლის მიზანიც მოსწავლის მომავალი ცხოვრებისათვის მომზადება იქნება. როგორც ლია გიგაური ამბობს, ეს ხელს შეუწყობს ასევე ბავშვის პიროვნულ განვითარებას.
”სახელმძღვანელოებში, რომლებიც პროგრამის დამტკიცების შემდეგ მომზადდება, ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ თემებზე, როგორებიცაა ჩემი ოჯახი, ჩემი სკოლა, ჩემი სამშოლო და სხვა – ამ თემებს მოიცავს, რათა მოსწავლეს მზრუნველი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს როგორც გარშემომყოფების, ასევე თავისი ქვეყნის მიმართ. ასევე საკითხები ეხება პირადი ჰიგიენის დაცვას, ქუჩაში მოძრაობის წესებს, რატომ უნდა დავიცვათ სისუფავე ქუჩაში. არცერთი თემა არ არის დაკავშირებული სექსუალურ განათლებასთან და ისეთ თემებთან, რომლებიც მე-4 და მე-5 კლასელისთვის არის შეუფერებელი” – განმარტა გიგაურმა.
რაც ეხება პეტიციის ტექსტში მოყვანილ ამონარიდებს, როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს არის 2004 წელს, ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ნათარგმნი სახელმძღვანელო, რომელიც სკოლებში არ ისწავლება და არ არის გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმით. ლია გიგაური ფიქრობს, რომ პეტიციის ხელმომწერებს გამიზნულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და შეცდომაში შეიყვანეს.