LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავთმიანი ადამიანები მელანქოლიურები არიან

426

თმის ფერთან დაკავშირებით უამრავი სტერეოტიპი არსებობს, მაგალითად – ქერები ჭკვიანები არ არიან, წითელთმიანებს – ცეცხლოვანი ტემპერამენტი აქვთ, წაბლისფერთმიანები ძალიან მომხიბვლელები არიან და ა.შ.

მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და ხშირად, რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ფაქტია, რომ გაცნობის დროს პირველი შთაბეჭდილების შექმნისთვის თმის ფერს მნიშვნელობა აქვს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ბევრი სტერეოტიპი სინამდვილისგან შორს არ არის.

კაცების უმეტესობას ქერა ქალები მოსწონს, ქალებს კი შავთმიანი მამაკაცები ურჩევნიათ. ვებ-პორტალის color-meanings.com-ის მიხედვით, ადამიანები შავი თმით სერიოზულები და მელანქოლიურები არიან.

შავთმიანებს აინტერესებთ რელიგია და პოეზია, ხშირად გატაცებულები არიან სპირიტუალიზმით. ისინი ეგოისტები არიან, თუმცა საკუთარ თავში ეჭვიც ხშირად ეპარებათ.

რაც შეეხება ქერებს, მათი რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, ყველაზე მეტი ქერა ჩრდილოეთ ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ქერები, უმეტესად, ქალები არიან. ამ ტიპის თმის მქონე ადამიანები ხშირად განქორწინდებიან.

ქერა თმა უფრო ფემინურია, ახალგაზრდული, ამიტომ ქერა ქალები მამაკაცებზე მეტად მომხიბვლელები არიან.

რაც შეეხება წაბლისფერთმიან ადამიანებს, ისინი ყველაზე სექსუალურად და ჭკვიანებად მიიჩნევიან. ნობელის პრემიის ლაურეატების უმეტესობა წაბლისფერთმიანია. იმის მიუხედავად, რომ ისინი ძალიან შრომისმოყვარეები არიან, ხშირად ნებდებიან ხოლმე სირთულეების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები