LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავშეთთან ავარიას ცნობილი ექიმი, მეუღლე, დედა და შვილი ემსხვერპლნენ… რიკოთზე სამი პატრული დაიღუპა – რას წერს გოგა ჩანადირი დღეს მომხდარ ავარიებზე

888
FORTUNA.GE (1)

დღეს საქართველოში ორი ავარია მოხდა. რიკოთზე ავარიას სამი პატრულის სიცოცხლე შეეწირა. გორი-იგო­ე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, სო­ფელ შავ­შვებ­თან მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ოჯა­ხის 4 წევ­რი ემსხვერ­პლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და ამობ­რუნ­და.

ავარიების შესახებ წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი:

„დღეს ორი უმძიმესი საგზაო შემთხვევა მოხდა საქართველოში.
რიკოთზე პატრულის 3 თანამშრომელი დაიღუპა, შავშებთან კი ექიმ ვალერი ნინიკაშვილი და მისი ოჯახის კიდევ 3 წევრი.

7 ადამიანი დავკარგეთ. უდიდესი ტრაგედიაა.
როგორ გინდა, რომ მშვიდად იჯდე და უყურებდე ყოველდღიურად როგორ იღუპებიან რკინის სიკვდილით ადამიანები.
და ეს სტატისტიკა წლებია, მძიმეა.

როდისმე ხომ უნდა დადგეს დრო, რომ მკვეთრად შემცირდეს საგზაო შემთხვევები და უფრო კულტურული მძღოლებიც ვიყოთ.
ვიზიარებ ოჯახებისა და ქვეყნის ტკივილს“. – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, გარ­დაც­ვლი­ლია კლი­ნი­კა „იმერ­მე­დის” ექი­მი ვა­ლე­რი ნი­ნი­კაშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე თეა კა­პა­ნა­ძე, შვი­ლი ნი­კო­ლოზ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი და დედა. ნი­ნი­კაშ­ვი­ლის მე­ო­რე შვი­ლი, რო­მე­ლიც ამა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში იყო­ფე­ბო­და, მძი­მედ და­შავ­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები