გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა.
„ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“ – მიხეილ სააკაშვილი
“შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაუხვია იმას, რაც იყო „ვარდების რევოლუციის“ ამოცანები და იდეალები.
“ამოცანა არის, რომ რაღაც შედეგი დავდოთ, ზუსტად ისე, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს გვქონდა ეს ამბიცია, რომ რაღაც შეგვეცვალა ქვეყანაში და არა უბრალოდ ხელისუფლებაში მოვსულიყავით. თითქოს ეჯიბრებიან „ქართულ ოცნებას“ პოპულიზმში, მაგაში ვერც მოიგებენ. ანუ, ეშმაკს მის მოედანზე ვერ მოუგებენ, მხოლოდ გააძლიერებებ ამ შხამს, რასაც პოპულიზმი და შავრაზმელობა ჰქვია და რასაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, წლებია, ივანიშვილის რეჟიმის გასაძლიერებლად აკეთებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ნაციონალური მოძრობის“ წევრებს მიმართა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.