შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხის ორ სართულიან შენობა-ნაგებობას უკდია, სადაც კელიებია განთავსებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არის.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25 მაშველი მუშაობს. ისინი ამ დროისთვის ცხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.