LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვა ჩვენი საერთო ზრუნვის საკითხს წარმოადგენს – საქართველოში უკრაინის ელჩი დავით ზალკალიანს ხვდება

dolgovi

რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ღია აგრესია იყო. ეს იყო ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა ოლეგ დოლგოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დამწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„შევხვდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა მოვახსენო აგრესიის იმ აქტზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ იყო ჩადენილი შავი ზღვის აკვატორიაში. შავი ზღვა ჩვენი საერთო ზრუნვის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან უსაფრთხოების ვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შავი ზღვის სხვა სახელმწიფოებისთვის. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ღია აგრესია იყო. ეს იყო ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. სამი გემი და 23 მეზღვაური დაკავებული იყო ФСБ-ს ძალების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, ექვსი მეზღვაური დაჭრილია. უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს ქმედება რუსეთის აგრესიული ქმედებების გაფართოებაა,“ – განაცხადა მან.

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები