ჟოზე მოურინიო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს Russia Today-სთვის იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად Russia Today-მ გაავრცელა.
”განსაკუთრებული” მუნდიალის მსვლელობისას ექსპერტის როლში მოგვევლინება და მატჩებთან დაკავშირებულ პროგნოზებს შემოგვთავაზებს.
Daily mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელის ანაზღაურება დღეში 450 ათასი ევრო, კვირაში კი 3 150 000 ვრო იქნება.
მოურინიოსთან ერთად Russia Today-ის ექსპერტის რანგში ”მანჩესტერისა” და დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარეს, პიტერ შმეიხელს ვიხილავთ.
თუმცა Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ირონიულად უპასუხა ამ სიახლეს:
“კრეატიულობისთვის ორიანს ვწერ. უნდა დაგეწერათ, რომ მოურინიო მილიონ ფუნტს მიიღებს საათში და შავ ხიზილალას შეჭამს ოქროს კოვზებით”.
მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება.