ღვინის კომპანია ”შატო მუხრანმა” საერთაშორისო კონკურზე International Wine Challenge ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ კონკურსზე კომპანიამ 6 სახეობის ღვინო წარადგინა და თვითოეულმა მათგანმა მოწონება დაიმსახურა. თუმცა, მათ შორის ყველაზე მაღალი შეფასება და შესაბამისად, ოქროს მედალი მიიღო ”შატო მუხრანის” 2013 წლის საფერავმა. დანარჩენი ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:
საიდუმლო კოლექცია (წითელი) 2014: ვერცხლი
საიდუმლო კოლექცია (თეთრი) 2014: ბრინჯაო
სამეფო რეზერვი (წითელი) 2012: ბრინჯაო
სამეფო რეზერვი (თეთრი) 2013: ბრინჯაო
რქაწითელი სუპერიორი 2015: რეკომენდებული
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით ღვინის სფეროში უამრავი საერთაშორიო კონკურსი იმართება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი სწორედ International Wine Challenge-ია, რომელიც ლონდონში ტარდება.