შატილში, საჯარო სკოლა ცეცხლის ალშია გახვეული. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ფხია ჭინჭარაული ავრცელებს. ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ საჯარო სკოლა მთლიანად დაიწვა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.