LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, 2 კი დღეს დატოვებს

121
dbe2064f7b08a4acf308a99bd5078f1b-L

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა დატოვა.

როგორც ლალი ტურძელაძე აცხადებს, დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები