მეურვეობის საბჭომ მოკლული ანასტასია შატალოვას შვილის მეურვეობა მამას, ზურაბ ბერიძეს მიაკუთვნა და ბავშვი მის მეურვეობაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატზე დაყრდნობით ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
„მამას ეყოლება ბავშვი. ერთი მშობელი როცა აღარ არის სახეზე, ბუნებრივია, ბავშვი მეორე მშობელთან რჩება, თუ ის აცხადებს თანხმობას მეურვეობასზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში იმსჯელეს და მიიღეს გადაწაყვეტილება, რომ იყოს მამასთან და ეს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშია“.- განუცხადა ტელეკომპანიას ბერიძის ადვოკატმა.
ანასტასია შატალოვას ადვოკატ პაატა შავაძე, „პუბლიკასთნ“ საუბარში ამბობს, მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყო და მას არავინ დაკავშირებია.
შავაძის თქმით, ბერიძე ბრალდებულია შვილსა და ანასტასია შატალოვაზე ძალადობაში. ძალადობის საქმეზე განხილვა სასამართლოს არ დაუსრულებია და ის ჯერ ისევ ბრალდებულია ძალადობის ფაქტზე.
პროკურატურამ ანასტასია შატალოვას საქმეზე 3 პირს – ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავას, ბრალი წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა
მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა