LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შაშვი, შაშვი, მაყვალი” სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

171
სარაევო

ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი, შაშვი, მაყვალი,” რომელიც თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით არის გადაღებული, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ეკა ჩავლეიშვილმა კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯილდო.

ფესტივალს ფილმის გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი ელენე ნავერიანი, ეკა ჩავლეიშვილი, ქეთი დანელია და შვეიცარიელი პროდიუსერი ესწრებოდა.

ცნობისთვის, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1995 წელს დაფუძნდა და სამხრეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფესტივალია.